saqarTvelos mdinareebi - kacxura
ტერიტორიული ერთეულები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
სათავე | რაჭის ქედი |
სიგრძე | 13 კმ |
აუზის ფართობი | 31 კმ² |
მდინარე რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ზღვის დონიდან 1160 მ. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართობი 31 კმ2. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ყვირილას. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულ-შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,9 მ3/წმ.